This is an archive copy of wikilivres.ca as of 18 February 2017 (from the WikiTeam dump). The original site is closed.

ვერსად, ვერასდროს…

Free texts and images.
Jump to navigation Jump to search

Template:ანონსი

ვმოგზაურობდი… მე მინახავს მუდმივი თოვლით
შემოსუდრული კავკასიის ამაყი მთები,
იმათ ალერსში მსურდა შენი გადავიწყება,
მაგრამ, აჩრდილო, წუთითაც კი არ მავიწყდები!
თერგის მშფოთვარე ხმაურობას მე ყურს ვუგდებდი
და შევაჯერე დარიალის ბილიკ-კორდები,
განშორებითა მსურდა შენი გადავიწყება,
მაგრამ შენს აჩრდილს, სიცოცხლეო, ვეღარ ვშორდები!
…და ვმოგზაურობ… კიდით-კიდე, ზღვა და ხმელეთზე,
მიჰქრის, მიტაცებს მწუხარების ამაო ფრთები,
მაგრამ ვერასდროს ვერ გივიწყებ, და ისიც ვიცი,
ვერსად, ვერასდროს, ვერც ერთი გზით ვეღარ შეგხვდები!