This is an archive copy of wikilivres.ca as of 18 February 2017 (from the WikiTeam dump). The original site is closed.
პირიმზე
Jump to navigation
Jump to search
დავიწყებული ჭიშკრის კარბაზე
ხავსი, ყავრები და წვიმის წვეთი!
გაქრა ათასი თეთრი დარბაზი,
გადარჩა მხოლოდ ცამეტი სვეტი.
კუბო კი ღამით სავსეა იით,
და წაქცეული სვეტები დგება,
ამოდის მთვარე და სამაიით
ფერმკრთალ ქალების მიმოდის წყება.
ცეკვავს სამეფოდ ნაქარგი ქოში
და ხელსახოცთა ქრიან ზღაპრები,
და მეძახიან მშვიდ სამეფოში
მთები, სიზმრები და წინაპრები.
დილით დამჭკნარი არის ბალახი...
ზედიზედ ისევ ეცემა სვეტი;
გაიყვეს ძმებმა მოხუცი ბაღი
და მწუხარება დამრჩა ასეთი.